სხვა

20:23 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი თითქმის გაინაღდა (+VIDEO)

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ძალიან ახლოსაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. დღეს, “ოლიმპიკის” სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსში ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ისრაელის ნაკრები გაანადგურეს – 12:1.

რევაზ ჩომახიძის გუნდი მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურიც იყო. მართალია, ჯერ საპასუხო მატჩი ისრაელში უნდა გაიმართოს (3 მარტს) და ამის შემდეგ გაირკვევა ითამაშებს თუ არა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები, მაგრამ ფაქტია, ამისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგმულია.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, 14-დან 28 ივლისის ჩათვლით ბარსელონაში გაიმართება.

საქართველო – ისრაელი 12:1 (5:0, 2:0, 2:0, 3:1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132399