კალათბურთი

14:00 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 6 ქულა და 5 მოხსნა "მაკაბისთან"

ევროლიგის 23-ე ტურში ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “უნიკახამ, რომელმაც პლეი-ოფის საგზურისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი თელ-ავივის “მაკაბი” 83:69 დაამარცხა.

ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში მეთოდურად მიიწვედნენ გამარჯვებისკენ და დამასახურებულადაც იმარჯვეს.

გიორგი შერმადინის სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა და პარკეტზე მხოლოდ 12:07 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ხსენებულ დროში 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გაახერხა.

შერმადინმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 შეადგინა.

“უნიკახას” 23 ტურის შემდეგ მეათე ადგილი უკავია 10 მოგებითა და 13 წაგებით. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 2 მარტს, “ცრვენა ზვეზდას” ბელგრადში ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117644