ფეხბურთი

0:00 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნტარი - "დეპორტივოს" პირველი განელი ფეხბურთელი

განის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სალი მუნტარი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "დეპორტივოში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მუნტარი ლა კორუნიული კლუბის ისტორიაში პირველი განელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ამ გუნდის მაისურით ითამაშებს. სალი ესპანეთში 9 თებერვლიდან ვარჯიშობს. გუნდის თავკაცი კლარენს ზეედორფია, რომელიც მუნტარისთან ერთად "მილანში" 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა.

"ინტერის" და "მილანის" ყოფილი მოთამაშე ბოლოს "პესკარაში" ასპარეზობდა, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით 2017 წლის დასაწყისში შეუერთდა. იტალიური გუნდის რიგებში აფრიკელმა ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. აღნიშნული კლუბიდან მუნტარი გასული წლის აგვისტოდან წამოვიდა და მას შემდეგ არცერთ გუნდში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112161