ფეხბურთი

18:57 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: "კროოსის შემთხვევაში შევცდი"

"ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა აღიარა, რომ ტონი კროოსის "რეალში" გაყიდვით შეცდომა დაუშვა. 2014 წელს კროოსი 30 მილიონ ევროდ შეიძინეს მადრიდელებმა, რაც დღევანდელი გადასახედიდან, დაბალი ფასია ასეთი დონის ფეხბურთელისთვის.

"ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გამოიცნობ. ვინმე იტყვის, რომ არ შემცდარა? შესაძლოა, "ბაიერნს" კროოსთან ერთად კიდევ მოეგო ჩემპიონთა ლიგა ან ფინალში მაინც გასულიყო. ახლა შემიძლია ვაღიარო, რომ კროოსის შემთხვევაში შევცდი. თუ შევხედავთ, კროოსისთვის წინგადადგმული ნაბიჯი გამოდგა "რეალში" გადასვლა. იქ მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა" - ციტირებს ზამერის სიტყვებს გერმანული Welt-ი.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11675