ფეხბურთი

15:07 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ საუდის არაბეთს თითი დაუქნია

ფიფა საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების 2018 წლის მუნდიალიდან მოკვეთით ემუქრება.

ფიფაში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში პოლიტიკური ძალები ერევიან ფედერაციის საქმიანობაში და თუ ასე გაგრძელდება, ორივენი გაირიცხებიან ფიფადან.

საქმე ისაა, რომ 2017 წლის ზაფხულიდან, ამ ორმა ქვეყანამ ყატარის ბლოკადა დაიწყო. კიდევ, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბებმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში ყატარულ გუნდებთან თამაში იუარეს.

და თუ ფიფამ მართლაც მოკვეთა საუდის არაბეთი მუნდიალიდან? საეჭვოა ასე მოხდეს, მაგრამ მაინც, ამ შემთხვევაში ალბათ, აზიის მეექვსე ნაკრებს გაეხსნება გზა. ეს კი სირიის ნაკრებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113644