ფეხბურთი

14:25 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი: “ჩელსი” გამარჯვებას იმსახურებდა”

“ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა “ბარსელონასთან” მატჩის (1:1) დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“კმაყოფილი ვარ, გოლი რომ გავიტანე, მაგრამ საბოლოო შედეგის გამო გული მწყდება. “ჩელსი” გამარჯვებას იმსახურებდა. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მცირედი უიღბლობა და დავისაჯეთ. განმეორებითი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და თუ ისევ ისე ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე გავალთ”- განაცხადა ვილიანმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონა” შინ “ჩელსის” 14 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135465