ფეხბურთი

13:52 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაფეტიმბი გომისი მოედანზე ისევ უგონოდ დაეცა (+VIDEO)

სტამბოლის “გალათასარაის” თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ქასიმფაშასთან” დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა. შეხვედრის მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც უეცრად ფრანგი ფორვარდი მოედანზე დაეცა.

საქმეში უმალვე სამედიცინო პერსონალი ჩაერთო და გომისი გონს მოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაფეტიმბიმ თამაში გააგრძელა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. როგორც ირკვევა, “ლიონის” ექსთავდამსხმელს გულის პრობლემები აქვს.

აქვე გეტყვით, რომ 32 წლის ფრანგ ფეხბურთელს ასეთი რამ პირველად არ მოსვლია. 2009 წელს საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის დრო მოულოდნელად დაკარგა გონება, ხოლო 2015 წელს “სუონსი” – “ტოტენჰემის” მატჩის დროს გახდა შეუძლოდ.

0.114695