ფეხბურთი

10:26 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლამ და "უიგანის" მწვრთნელმა გასახდელში იჩხუბეს (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალში მესამე დივიზიონის ბინადარმა “უიგანმა” მოულოდნელად მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად მოთამაშე “მანჩესტერ სიტი” (1:0) დაამარცხა და გათამაშებას გამოთიშა.

მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, თუმცა ემოციები იქამდეც დუღდა... საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელში პეპ გვარდიოლამ და “უიგანის” თავკაცმა პოლ ქუქმა იჩხუბეს. ორივე სპეციალისტი საკმაოდ გაცხარებული ჩანდა და რომ არა, ფეხბურთელები და სტადიონის პერსონალი, ვინძლო, გვარიანადაც გაელამაზებინათ ერთმანეთი.

ინციდენტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც “სიტის” უკანახაზელი ფაბიან დელფი მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. გვარდიოლასა და ქუქის დაპირისპირება ჯერ კიდევ მოედანზე დაიწყო და გასახდელში გაგრძელდა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ასოციაციის თასი პირველი ტურნირია, რომლის მოგების შანსი “მანჩესტერ სიტის” მიმდინარე სეზონში აღარ აქვს.

Loading...
სტატისტიკა
0.22059