ფეხბურთი

17:40 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: “შევეგუე, რომ მსაჯები ვერ მიტანენ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დიეგო კოშტამ “ბილბაოსთან” 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ მსაჯობაზე გაამახვილა ყურადღება. დიეგო კოშტა მიიჩნევს, რომ ერთ მომენტში მსაჯს მეტოქის კარში პენალტი უნდა დაენიშნა:

“ვფიქრობ, წესების დარღვევა იყო. კარში ვურტყამდი და ამ დროს ბოლბაოელი ფეხში მეცა. კონტაქტი იყო და ამან წონასწორობა დამაკარგვინა. მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და არაფრის გაპროტესტებას არ ვაპირებ”.

იყო მეორე ეპიზოდიც, როცა დიეგო კოშტამ გაფრთხილება მიიღო. მან ხმაურიანად გააპროტესტა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება.

“მსაჯები ვერ მიტანენ, მაგრამ ამას შევეგუე. ვერაფერს ვერ შევცვლი. ყველა მსაჯზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობისგან ვგრძნობ, რომ არაფრის გამო მიჩვენებენ ყვითელ ბარათს. იმ ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე დააფიქსირეს, უსამართლოდ გამაფრთხილეს. ნახეთ ვიდეო და ჩანს, რომ უხეშ ფორმაში არ გამიპროტესტებია გადაწყვეტილება” – უთხრა ფეხბურთელმა ესპანურ marca-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104556