სხვა

14:17 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პარი სენ ჟერმენმა მეოთხედფინალი გაინაღდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე პარი სენ ჟერმენმა 29-21 მოუგო გერმანიის ფლენზბურგს, A ჯგუფში პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხდფინალში გასვლა გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა.

კაცები. 12 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-12/1113340

B ჯგუფში პირველობისთვის შარშანდელ ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს დარჩენილ 2 მატჩში 2 ქულის აღება ყოფნის. რაც შეეხება მერვედფინალს, A და B ჯგუფებიდან მისი საგზურები უკვე 8 გუნდმა მოიპოვა . თითო დარჩენილი ადგილისთვის იბრძოლებენ ვისლა-ზაგრები-კრისტიანსტადი და ბრესტი-ოლბორგი-ცელიე. ორ მერვედფინალისტს გამოავლენს C და D ჯგუფების გამარჯვებულთა პლეიოფი, რომლის პირველი მატჩებიც შემდეგ შაბათსაა. გიორგი ცხოვრებაძის კლუბი, მონპელიე სტუმრად ეთამაშება ესპანეთის ლეონს, ხოლო მეორე წყვილია მოტორი-სკიერნი. მომდევნო უქმეებზეა ასევე კაცების მე-13 და ქალთა ტურნირის მე-8 რაუნდები.

ქალთა ლიგის 2016 წლის ჩემპიონმა და წლევანდელი სეზონის მთავარმა ფავoრიტმა, CSM ბუკურეშტიმ უკვე საგაისო გეგმები გამოაცხადა - კლუბს დატოვებს ორი მსოფლიო ჩემპიონი: სორინა ეგლონი და ნიოსნიენ ნიომბლა საფრანგეთის ლიგაში ბრუნდებიან, ხოლო მათ ნაცვლად რუმინული კლუბი დაიმატებს სკოპიეს ვარდარის სამეულს - იოვანკა რადიჩევიჩს, ანდრეა ლეკიჩსა და დრაგანა ცვიიჩს.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

12 ტური, 17-18 თებერვალი

A ჯგუფი: ვარდარი 20 - ნანტი 17, ბარსელონა 16, რაინ-ნეკარი 14, სეგედი 11, ვისლა 6 - ზაგრები 6, კრისტიანსტადი 6

ბარსელონა (ესპ) - ვისლა პლოცკი (პოლ) 28-27

დოლენეცი 6, ენტრერიოსი 5 - დე ტოლედო, რაკოტეა 5

ზაგრები (ხორ) - ნანტი (საფ) 23-22

პავლოვიჩი 7 - გურბინდო 5, კლერი 4

ვარდარ სკოპიე (მკდ) - სეგედი (უნგ) 34-30

დიბიროვი 11, ცინდრიჩი 6 - შრშენი 6

რაინ ნეკარი (გერ) - კრისტიანსტადი (შვდ) 32-29

მენსა, რადივოევიჩი, შმიდი 5 - გუდმუნდსონი 9, ლაგერგრენი 7

--

B ჯგუფი: პსჟ 22 - ვესპრემი 15, ფლენზბურგი 15, კილი 15, კელცე 11, მეშკოვ ბრესტი 8 - ოლბორგი 5, ცელიე 5

კელცე (პოლ) - ცელიე (სლნ) 37-31

შტრლეკი 6, ლიევსკი 5 - ანიჩი 6, მლაკარი 5

პსჟ (საფ) - ფლენზბურგი (გერ) 29-21

გენსჰაიმერი, ნ. კარაბატიჩი 5 - მაე, როდი 6

ვესპრემი (უნგ) - მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 34-22

ოლბორგი (დან) - კილი (გერ) 20-27

ელებეკი 7 - ეკბერგი 7, ბილიკი 6, ვინჩეკი 4

A, B: პირველი ადგილები - მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში

13 ტური: 24-25 თებერვალი

--

C და D ჯგუფები, პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად:

ლეონი (ესპ) - მონპელიე (საფ), მოტორი (უკრ) - სკიერნი (დან): 24 თებერვალი - 04 მარტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12978