ჩოგბურთი

12:12 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ნომერ პირველი ჩოგბურთელია

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც 2012 წლის შემდეგ პირველად სათავეში როჯერ ფედერერი დაუბრუნდა.

ფედერერმა რეიტინგში პირველობა როტერდამის ტურნირის ნახევარფინალში გასვლით გაინაღდა, საბოლოოდ ეს ტურნირი მისი გამარჯვებით დასრულდა და მხიარულმა როჯერმა კარიერაში 97-ე ტიტული დაისაკუთრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 16 პოზიციით დაქვეითდა, 61-ე ადგილიდან 77-ზე გადავიდა.

ATP-ის განახლებული რეიტინგი 19 თებერვლისთვის

1. როჯერ ფედერერი - 10 105 ქულა
2. რაფაელ ნადალი - 9760
3. მარინ ჩილიჩი – 4960
4. გრიგორ დიმიტროვი – 4635
5. ალექსანდრ ზვერევი 4450
6. დომინიკ ტიმი – 4220
7. დავიდ გოფინი – 3280
8. ჯეკ სოკი – 2880
9. კევინ ანდერსონი – 2825
10. ხუან მარინ დელ პოტრო – 2815

... 77. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 686

Loading...
0.163353