ფეხბურთი

1:48 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" VS "მანჩესტერი" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართება. ახლა,"სევილიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის შესახებ ვისაუბრებთ.

WORDLSPORT.GE წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებს, სტატისტიკასა და ფაქტებს...

“სევილიას” მერვედფინალური ეტაპი არასდროს გადაულახავს, მაგრამ ამის გაკეთებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ეცდება.

ესპანურმა გუნდმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ვინჩენცო მონტელამ დეკემბერში ედუარდო ბერიცო ჩაანაცვლა. “დალაქები” მეოთხედ ეცდებიან მეოთხედფინალში გასვლას.

“მანჩესტერი” პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. “წითელ ეშმაკებს” ესპანეშთი ბოლო რვა მატჩიდან ერთადერთი აქვთ მოგებული.

სტატისტიკა

“სევილია”

“სევილიას” მერვედფინალში ქამდე სამჯერ უთამაშია და სამჯერვე გათამაშებას გამოეთისა. პირველად ეს 2007-2008 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ფენერბახჩესთან” წააგო (2:3 სტუმრად, 3:2 შინ და პენალტების სერიაში 2:3). ორი წლის შმედეგ უკვე ცსკა-სთან ვერ გახდა ვერაფერს (1:1 სტუმრად, 1:2 შინ) ხოლო შარშან “ლესტერთან” დამარცხდა (2:1 შინ, 0:2 სტუმრად).

“სევილიამ” ჯგუფურ ეტაპზე შინ 7 ქულა მოიპოვა. 3:0 სძლია “მარიბორს”, 2:1 “სპარტაკს”, ხოლო “ლივერპულთან” ფრე ითამაშა (2:2).

“სევილიას” ევროთასებზე ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 6 მოგებული აქვთ (1 მარცხი და ორი ფრე). “ლივერპულის” გარდა ესპანელები “ბაშაკშეჰირს” დაუზავდნენ საკვალიფიკაციო ეტაპზე (2:2). ერთადერთი მარცხი კი, 2015-2016 წლების სეზონში მოდის, როდესაც “სანჩეს პისხუანზე” “სიტიმ” მოიგო (3:1).

ბალანსი საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

ბალანსი ინგლისურ გუნდებთან პლეი-ოფში: 1 შეგდე ეტაპზე გასვლა და 1 გამოთიშვა. “ლესტერთან” საპლეი-ოფო მარცხზე მოგახსენეთ, ხოლო გამარჯვება 2006-2007 წლების სეზონზე მოდის, როდესაც ანდალუზიელებმა უეფას თასის მეოთხედფინალში “ტოტენჰემი” დაჯაბნეს (2:1 შინ, 2:2 სტუმრად).

“მანჩესტერ იუნაიტედი”

“მანჩესტერი” მერვედფინალში მეათედ ითამაშებს. წინა 9 შემთხვევაში ბალანსი დადებითია: 6 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 3 გამოთიშვა. ბოლოს იყო “ოლიმპიაკოსთან” მერვედფინალი 2013-2014 წლების სეზონში (0:2 სტუმრად, 3:0 შინ). აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა 2003-2004 და 2004-2005 წლებში პირველი ორი მეორვედფინალი დათმეს (“პორტუსთან” და “მილანთან”).

მერვედფინალში “მანჩესტერის” ბალანსი გასვლით მატჩებში: 2 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფის ბალანსი: 6 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 7 გამოთიშვა.

ეს იქნება “მანჩესტერის” მერვე თამაში მიმდინარე სეზონში ევროთასებზე და მეორე ესპაუნრ გუნდთან. “რეალთან” სკოპიეში ჟოზე მოურინიოს გუნდი ევროპის სუპერთასზე 1:2 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში დასრულდა “იუნაიტედის” 11 მატჩიანი წაუგებელი სერია (8 მოგება, 3 ფრე), რომელიც “ფენერბახჩესთან” (1:2) მარცხის შემდეგ დაიწყო.

“წითელმა ეშმაკებმა” ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი მოიგეს, ხოლო სტუმრად ცსკა 4:1 და “ბენფიკა” 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი მარცხი ბაზელში განიცადეს (0:1).

“ბაზელთან” მარცხით დასრულდა “მანჩესტერის” წაუგებელი სერია სტუმრად (5 მოგება 2 ფრე). ეს სერიაც სტამბულში, “ფენერბახჩესთან” წაგების შემდეგ დაიწყო.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა გასულ სეზონში ესპანური “სელტა” დაამარცხა (1:0 სტუმრად, 1:1 შინ).

“იუნაიტედს” ესპანურ გუნდებთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება აქვს (4 ფრე, 5 წაგება). ხოლო თუ მხედველობაში უკანასკნელ 22 მატჩს ავიღებთ, ასეთ სტატისტიკას მივიღებთ: 5 მოგება, 9 ფრე, 8 წაგება.

“მანჩესტერის” ბალანსი ესპანურ გუნდებთან: 50 თამაში, 13 მოგება, 20 ფრე, 17 წაგება (სტუმრად: 3 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება).

“იუნაიტედს” ესპანური გუნდების წინააღმდეგ სამი ფინალი აქვს ნათამაშები და ყველა “ბარსელონას” წინააღმდეგ. ინგლისელებმა 1990-1991 წლების სეზონში თასების თასზე აჯობეს მეტოქეს (2:1), ხოლო 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ეგიდით ორჯერ დამარცხდა. შესაბამისად, 0:2 და 1:3.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ჟოზე მოურინიოს “რეალის” თავკაცის რანგში 2010-2013 წლებში “სევილიასთვის” რვიდან 7 მატჩი აქვს მოგებული. “სამეფო კლუბმა” 23 გოლი გაიტანა და გაუშვა მხოლოდ – 6.

დავი დე ხეას “სევილიასთან” არასდროს მოუგია (1 ფრე, 3 წაგება).

ერიკ ბაილის ბალანსი კი ასეთია: 1 მოგება, 4 წაგება.

ანდერ ერერას “სევილიას” წინააღმდეგ ცხრაჯერ უთამაშია და ერთი გოლიც გაუტანა (5 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ხუან მატამ კი, ასევე 9 მატჩში ანდალუზიელებს 3 გოლი გაუტანა (3 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება).

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი, ოთხ მატჩში ორჯერ დაამწუხრა ესპანური გუნდი (2 მოგება, 2 წაგება).

როკე მესამ და სანდრო რამირესმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერთან” 0:4 უკვე წააგეს.

ნ’ზონზის “იუნაიტედი” 9 მატჩიდან ერთხელ ჰყავს დამარცხებული (2 ფრე, 6 წაგება).

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა (“ატლეტიკო” 2008-2011)

ერიკ ბაილი (“ესპანიოლი” 2013-2015, “ვილიარეალი” 2015-2016)

ანდერ ერერა (“სარაგოსა” 2008-2011, “ბილბაო” 2011-2014)

ხუან მატა (“რეალი კასტილია” 2006-2007, “ვალენსია” 2007-2011)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“ბარსელონა” 2009-2010)

ალექსის სანჩესი (“ბარსელონა” 2011-2014)

ინგლისში უთამაშიათ

სტივენ ნ’ზონზი (“ბლექბერნი” 2009-2012, “სტოკ სიტი” 2012-2015)

ხესუს ნავასი (“სიტი” 2013-2017)

ნილიტო (“სიტი” 2016-2017)

დანიელ კარიკო (“რედინგი” 2013)

სანდრო რამირესი (“ევერტონი” 2017)

როკე მესა (“სუონსი” 2017)

ერთად უთამაშიათ

ლუის მურიელი და სერხიო რომერო (“სამპდორია” 2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ნოლიტო, სერხიო რიკო და ანდერ ერერა, დავიდ დე ხეა, ხუან მატა (ესპანეთი)

გაბრიელ მერკადო, ნიკო პარეხა, ევერ ბანეგა, ხოაკინ კორეა, გვიდო პიზარო და სერხიო რომერო, მარკოს როხო (არგენტინა)

სებასტიან კორშია, სტივენ ნ’ზონზი და პოლ პოგბა (საფრანგეთი)

“სევილია” – “მანჩესტერი”

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

21 თებერვალი, 23:45 საათი

Loading...
სტატისტიკა
0.273473