News

1:30 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდეორეფერი "მანჩესტერის" თამაშზე - ხაზი ვერ გაავლეს!

ინგლისის ასოციაციის თასზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჰადერსფილდი” 2:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის პირველ ტაიმში კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

ყველაფერი კი, ხუან მატას გოლით დაიწყო, რომელიც ვიდეორეფერისთან გადამოწმდა და არ ჩაითვალა – თამაშგარე მდგომარეობის გამო.

კურიოზული მომენტიც მაშინ მოხდა. ვიდეორეფერის დასახმარებლად გრაფიკულად გავლებული ხაზი მაინც და მაინც, სასურველის, იდეალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. რაც ფოტოდანაც ნათლად ჩანს. ვიდეორეფერი ინგლისში ახალი ხილია და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდში არიან...

Loading...
სტატისტიკა
0.218635