ფეხბურთი

0:42 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ თვალი დაიზიანა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია დაშავდა. ერედივიზიონის ბოლო ტურში, რომელშიც “ვიტესი” “ექსელსიორს” მასპინძლობდა, ჩვენებური მეოცე წუთზე შეცვალეს.

კაშია მეტოქე ბარნეტთან შეჯახებისას დაშავდა. კერძოდ, თვალი დაიზიანა და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის დაზიანება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას – “ვიტესი” დასაწყისშივე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა და “გერლედრომზე” მოულოდნელად დამარცხდა.

კაშიას დაზიანება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107351