კალათბურთი

12:58 | 17.02.2018 | ნანახია 1135 - ჯერ

ბითაძის 17 ქულა, 11 მოხსნა და თასის ნახევარფინალის საგზური

ევროპის უმეტეს ქვეყანაში სათასო ფანჯარაა და გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსიც” სერბეთის გათამაშებაშია ჩაბმული. ტურნირი ლეგენდარული სერბი კალათბურთელი, რაივიო კორაჩის სახელობისაა და მის მეოთხედფინალში ბიმაქსელებმა “დინამიკი” ქართელი ცენტრის ლიდერობით 94:79 დაამარცხეს.

18 წლის ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:37 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 31 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

“მეგა ბიმაქსი” თასის ნახევარფინალში ბელგრადის “პარტიზანს” 17 თებერვალს დაუპირისპირდება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:27 | 18.02.2018
ogafa (7032)

აბა რა ყოჩაღ წარმატებები

15:26 | 17.02.2018
ტანგო საღორეში (KORBEN) (11401)

არ ვიცი პატივცემული ოგაფა დამეთანხმება თუ არა, მაგრამ მართლა ყ ო ჩ ა ღ !!!

22:21 | 17.02.2018
BEERTRANCE (96776)

იმედია დაგეთანხმება, საავტორო უფლებები არ დაირღვევა DDDDDDDDDDDD

16:18 | 17.02.2018
aulol besoi (763)

პარივცემულმა ოგაფამ, კორბენას ასე გადეცი ჩემგან — ყოჩაღო ...დდ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.055525