კალათბურთი

12:30 | 17.02.2018 | ნანახია 546 - ჯერ

დიქსონის 18 ქულამ ლიდერის დასამარცხებლად არ იკმარა

“ბაჰჩეშეჰირმა”, რომლის ღირსებასაც საქართელოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი, მაიკლ დიქსონი იცავს, თურქეთის მეორე ლიგაში პრინციპული შეხვედრა დათმო. დიქსონის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ “აფიონს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:86 დააწო.

საქართელოს პასპორტისა და მისი ნაკრების წევრი ბაჰჩეშეჰირელთაგან საუკეთესო იყო. დიქსონმა მოედანზე 26:19 წუთი გაატარა და 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულას მაიკლმა 3 პასი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. “ბაჰჩეშეჰირს” 13 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 თებერვალს, შინ, “ბაკირკოი ბასკეტთან” გამართავს.

GBF.GE

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:36 | 17.02.2018
თორღვა პანკელი (1002)

აწი ქალიც შენ ხარ და კაციც ნაკრებში მაიკლ! შენ დარჩი ერთი ობოლი "ბაღანასავით" ზურიას.

13:42 | 17.02.2018
ბაგი-რეი (1155)

ეხ თურქეთი როგორ გაიქაჩა, მეორე ლიგაში თამაშობს დიხსონა და გუნდს ვერ მოაგებინა. და ამასწინათ მარტო მაგან რომ ითამაშა საქაღტველოს ნაკრებში... და შეიძლება მოგვეგო კიდეც. მგონი გერმანია იყო ხომ? თუნდაც ფეხბურთზე რომ თქვა. კობახიძე გოზტეპემ სათადარიგო სკამისთვის იყიდა და მილიონი გადაიხადა მასში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.068896