ფეხბურთი

20:26 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” თურქეთში დიდი ანგარიშით მოიგო

თურქეთში, შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისის "საბურთალომ", რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქმენეთის ჩემპიონ "ალტინ ასირს" დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვა. პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი რვა გოლი გავიდა.

საბურთალო: სომხიშვილი, მალი, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, დიასამიძე, გვარაძე, ვოლკოვი.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე შევიდნენ: ქურდაძე, ჯინჯოლავა, გოშთელიანი.

გოლები: 1:0 გვარაძე (49), 2:0 ვოლკოვი (56), 2:1 ანადურდიევი (65), 3:1 გოშთელიანი (67), 4:1 დიასამიძე (71), 4:2 ბაიოვი (75), 5:2 გოშთელიანი (82), 6:2 გვარაძე (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131259