ფეხბურთი

20:00 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დასახელდა

გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხვაში ხმების 57% "ლივერპულის" შემტევმა მიიღო.

სენეგალელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "პორტუსთან" სტუმრად მოგებულ (5:0) მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" მცველი მარსელო (29%) გავიდა, ხოლო მესამეზე - "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი (11%).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.933672