ფეხბურთი

0:30 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკლიშმა შოტლანდიის ნაკრები მეორედ ჩაიბარა

ალექს მაკლიშმა შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციასთან შეთანხმებას მიაღწია და ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე გაწვრთნის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მხარეები კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს.

მაკლიში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს 2007 წელს წვრთნიდა. ალექსმა ნაკრები 29 იანვარს ჩაიბარა და სადებიუტო შეხვედრაში მისმა შეგირდებმა საქართველო ევროპის ჩეპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2:1 დაამარცხეს. საბოლოოდ მაკლიშის გუნდმა აღნიშნულ შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა საქართველოსთან და იტალიასთან წააგო და ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა, ალექსმა კი ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746