ფეხბურთი

22:00 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" როდრიგესის გამოსყიდვა სურს

"ბაიერნი" ზაფხულში შეეცდება კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი გამოისყიდოს. აღნიშნული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა. სამხრეთამერიკელი მადრიდის "რეალის" საკუთრებაშია და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "რეკორდმაისტერერთა" რიგებს ორწლიანი იჯარის წესით შეუერთდა. გერმანელებს გამოსყიდვის უფლება აქვთ და შეუძლიათ 35.2 მილიონ ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელი გაიფორმონ.

გერმანული გამოცემის ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კოლუმბიელის თამაშით კმაყოფილია. როდრიგესმა გერმანიაში გადასვლის შემდეგ ყველა საკლუბო ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119773