ფეხბურთი

13:25 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს პროგრესი და დაბრუნება ასეულში

ფიფამ თავისი წევრ საფეხბურთო ნაკრებთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 100-ეულში დაბრუნდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი წინა თვის რეიტინგთან შედარებით 4 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-100 პოზიციაზე იმყოფება.

“ჯვაროსნებს” 335 ქულა აქვთ. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის წინ არიან ლიბია, ისრაელი, სიერა ლეონე, ფარერები, გაბონი, გვინეა-ბისაუ, ხოლო უკან ომანი, ინდოეთი, ყატარი, მავრიტანია, ზიმბაბვე, კენია, მოზამბიკი...

... 95. გაბონი – 365 ქულა

96. ფარერები – 364

97. სიერა ლეონე – 360

98. ისრაელი – 355

99. ლიბია – 339

100. საქართველო – 335

101. ომანი – 334

102. ინდოეთი – 333

103. ყატარი – 332

104. – მავრიტანია – 319

105. ზიმბაბვე - 318

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ქვეჯგუფში მყოფ ყველა მეტოქეს უწრებს თებევრლის თვის რეიტინგში:

...132. ლატვია – 225 ქულა

136. ყაზახეთი – 220

137. ანდორა – 215.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეულს, ცვლილებები წინა თვესთან შედარებით არ მომხდარა:

1. გერმანია – 1602 ქულა

2. ბრაზილია – 1484

3. პორტუგალია – 1358

4. არგენტინა – 1348

5. ბელგია – 1325

6. ესპანეთი – 1231

7. პოლონეთი – 1213

8. შვეიცარია – 1190

9. საფრანგეთი – 1183

10. ჩილე – 1153.

ფიფას რეიტინგი მარტის თვეში განახლდება.

0.123669