ფეხბურთი

10:30 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მიღწევა, იგუაინის რეკორდი და ფანტასტიკური კეინი...

უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი ოთხი მერვედფინალური მატჩის შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, მიღწევებს, რეკორდებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ერთ გვერდზე:

4 – სადიო მანე გახდა “ლივერპულის” მეოთხე ფეხბურთელი მაიკლ ოუენის, იოსი ბენაიუნისა და ფილიპე კოუტინიოს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

28 – “ლივერპულს” ამ დროისთვის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (28).

7 – კრიშტიანუ რონალდუს 7 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და ასეთი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე არავის ჰქონია.

100 – კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით 100 გოლის გატანა მოახერხა.

127 – პსჟ-მ 39 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 127 გოლი გაიტანა და ასეთი კარგი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს.

30 – მოჰამედ სალაჰი “ლივერპულის” პირველი ფეხბურთელია 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც სეზონში 30 გოლი გაიტანა. ხსენებულ პერიოდში ლუის სუარესმა 31-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

3 – ბერნარდო სილვა “მანჩესტერ სიტის” მესამე ფეხბურთელია კევინ დე ბრუინისა და სერხიო აგუეროს შემდეგ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გაიტანა გოლი.

9 – ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული და ამდენივე გოლი გაიტანა. აღნიშნული რაოდენობის მატჩებისთვის ასეთი შედეგიანობით აქამდე არავის უთამაშია. რონალდინიოს, სიმონე ინძაგის, დიდიე დროგბასა და დიეგო კოშტას 9 შეხვედრაში 8 გოლი ჰქონდათ გატანილი და მათი შედეგი კეინის შემდეგ მეორეა.

34 – “მანჩესტერ სიტიმ” (ყველა ტურნირის ჩათვლით) მიმდინარე სეზონში უფრო მეტი მატჩი მოიგო (34), ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად (33).

694 – ჰარი კეინის გოლით დასრულდა ჯანლუიჯი ბუფონის 694 წუთიანი მშრალი სერია. ჯიჯის მანამდე ბოლოს გოლი ნოემბერში, შვედეთის ნაკრებთან ჰქონდა გაშვებული.

33 – ჰარი კეინი მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანია (33).

7 – ჰარი კეინს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 7 გოლი აქვს გატანილი და ეს ინგლისელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. ზუსტად ამდენივე გოლი ალბიონელთაგან ერთ სეზონში მხოლოდ სტივენ ჯერარდს (2008-2009) აქვს გატანილი.

4 – სერხიო აგუერომ ლიგაზე ოთხივე გასვლით მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ინგლისური გუნდების ფეხბურთელთაგან ასეთი კარგი შედეგი მხოლოდ დუაიტ იორკს აქვს (1998-1999 წლების სეზონი).

19 – კევინ დე ბრუინს მიმდინარე სეზონში უკვე 19 საგოლე პასი დაუგროვდა და პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია.

650 – ვინსენ კომპანიმ 2016 წლის 4 მაისის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა (650 დღის შემდეგ).

1:3 – “პარი სენ ჟერმენი” 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა. ეს 1993 წლის მარტში მოხდა და სწორედ “რეალთან”. მაშინ, პარიზელებმა მადრიდელებს საპასუხო შეხვედრა 4:1 მოუგეს.

33% - 12 გუნდიდან მხოლოდ ოთხმა მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი მატჩი 1:3 წააგო.

5 – ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა იმ ტურნირზე შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა, რომელშიც პსჟ თამაშობს.

17 – მერვედფინალის საწყის ოთხ მატჩში 17 გოლი გავიდა და ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

2 – ილქაი გუნდოგანი პირველი გერმანელი ფეხბუთელი გახდა, რომელმაც არაგერმანული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დუბლი შეასრულა.

9 – კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირის ჩათვლით კარში ბოლო 15 დარტყმიდან 9 გოლი გაიტანა.

100% - ისკო ალარკონმა პსჟ-სთან პირველ ტაიმში 38 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი აღმოჩნდა.

3 – “იუვენტუსმა” ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 5 თერთმეტმეტრიანიდან 3 ვერ გაიტანა.

2 – 2016 წლის თებერვლის შემდეგ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში 2 გოლი პირველად გაუშვა.

7 – გონსალო იგუიანმა კარში ბოლო 7 დარტყმიდან 7 გოლი გაიტანა.

2 – გონსალო იგუაინი “იუვენტუსის” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა.

100 – ალექს სანდრომ “იუვენტუსის” რიგებში მეასე მატჩი ჩაატარა.

23 – “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 23 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია და ეს მის ისტორიაში ლიგაზე ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა.

0.125581