ფეხბურთი

21:46 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ჯერ პრეზიდენტს უნდა ვესაუბრო"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა ფეხბურთში დარჩეს. ამის შესახებ ბოლო პერიოდში იტალიური მედია გამუდმებით წერს და ახლა, თავად 40 წლს ფეხბურთელმაც დაადასტურა.

როგორც იტლიურ ტელეკომპანია Canale 5-თან საუბარში ბუფონმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

კარიერა - არ მინდა სიცრუე ვთქვა ან ცრუ მოლოდინი შევქმნა. სიმართლე ისაა, რომ ჯერ პრეზიდენტს (ანდრეა ანიელი) უნდა ვესაუბრო. ეს შეხვედრა სეზონის დასრულებამდე აუცილებლად იქნება. შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. სიმართლეა ისიც, რომ ფეხბურთელი კარიერას არასდროს ასრულებს.

მემკვიდრე - ცალსახად ჯიჯო დონარუმა ჩემი მემკვიდრეა. მისი კარიერის დასაწყისი სწორედ ამაზე მიანიშნებს. თუმცა არის ასევე 2-3 მეკარე, რომელთაც ჩემი აზრით 1-2 წელიწადში დიდი პერპესქტივა აქვთ.

შვედეთთან მარცხი – ეს ძალიან რთული დღეები იყო. კარიერის დასრულება მსოფლიოს ჩემპიონატით მინდოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი კარიერისთვის დიდი სიამაყე და პატივისცემა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

0.13025