ფეხბურთი

18:33 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთი - ამჯერად კონონოვზე საუბრობენ

უეფას ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ყაზახეთის ნაკრები ამ დრომდე მწვრთნელის გარეშეა.

Sports.kz-ის ცნობით, ბელარუსი ოლეგ კონონოვიც განიხილება კანდიდატთა შორის. კონონოვი ბოლოს გროზნოს "ახმატში" იყო, მანამდე კი სახელი მოიპოვა ლვოვის "კარპატისა" და "კრასნოდარში" შედეგიანი მუშაობით.

კანდიდატთა შორისაა ბულგარელი სტანიმირ სტოილოვი, ხოლო რამდენჯერმე კახა ცხადაძის სახელმაც გაიჟღერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104011