ფეხბურთი

12:07 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ლუქსემბურგთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე.

თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ზვიად ჯელაძის შეგირდებმა იქამდეც და მერეც ბლომად საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთაგან ორი ზუსტად დაასრულეს. ორივეჯერ თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.

საქართველო: ხარატიშვილი, არველაძე, ჭინჭარაული, კვარაცხელია, ხორავა, ტალახაძე, ზურაბიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ტორონჯაძე, ოსიყმაშვილი, ოგბაიძე, ლატარია.

ლუქსემბურგთან მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 15 თებერვალს ჩაატარებს.

gff.ge

0.117531