კალათბურთი

10:57 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდმა” “ოკლაჰომას” აჯობა

“ოკლაჰომა” შინ “კლივლენდთან” 112:120 დამარცხდა. მატჩის პირველი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა მეორე პერიოდიდან “კავალიერსმა” უპირატესობა ხელთ იგდო და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი შესძინა. “ოკლაჰომაში” 25 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.

“კლივლენდი” 34 მოგებით და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

0.114433