კალათბურთი

21:45 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელინელი ფილადელფიელია

31 წლის იტალიელი მარკო ბელინელი “ფილადელფიას” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბელინელი მიმდინარე სეზონში “ატლანტა ჰოუქსში” თამაშობდა და 52 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.4 ქულას, 2 პასს და 1.9 მოხსნას აგროვებდა.

ბელინელი 2014 წელს “სან ანტონიოსთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119793