ფეხბურთი

18:56 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიას გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა, ანდრეას კეპკემ განუცხადა.

“ნოიერი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჯანმრთელი იქნება და ითამაშებს. მე მუდმივად კონტაქტზე ვარ მასთან და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”, - ციტირებს კეპკეს სიტყვებს Spor11-ი.

შეგახსენებთ, მანუელ ნოიერმა ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში “რეალთან” მატჩისას მიიღო (მარცხენა ფეხის მოტეხილობა) და მოედანს სექტემბერში დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმამ თავი შეახსენა და მას შემდეგ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110094