კალათბურთი

17:26 | 13.02.2018 | ნანახია 2517 - ჯერ

ბოქოლიშვილი, ბერიშვილი, ბითაძე და სხვა – საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ემზადება. სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფიბას ვებგვერდი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს...

სანამ, უშუალოდ სტატიას გავეცნობით, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ტრავმების გამო გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე დააკლდა, ხოლო გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ევროლიგაში თამაშობდნენ. სიტუაცია არც ახლა შეცვლილა უკეთესობისკენ. მეტიც, ნაკრების კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილიც ტრავმირებულია და მისი თამაში მოახლოებულ ორ მატჩში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ახლა კი, ფიბას ვებგვერდის საინტერესო სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ნაკრების მოლოდინი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისევ მაღალია მიუხედავად გასულ ნოემბერში გერმანიასთან და სერბეთთან მარცხისა.

შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა 2011 წლიდან ყველა ევრობასკეტზე თამაშობდა და თანაც, კარგ კალათბურთს აჩვენებდა.

ნოემბერში დაწყებულ შესარჩევ ტურნირში საქართველო გერმანიასთან 70:79 და სერბეთთან 87:105 დამარცხდა. ქართველები გერმანიაში მესამე პერიოდის ბოლომდე 61:60 იგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედი 9:19 დათმეს. დაახლოებით იგივე სცენარი იყო სერბეთშიც – სერბებმა ქართველებს ბოლო 13 წუთში 40:26 აჯობეს.

“იმ რესურსით, რაც შესარჩევი ტურნირის დასაწყისში გვქონდა, ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძნელია, როდესაც ახალი მოთამაშეების მოსამზადებლად დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო. გარდა ამისა, შესარჩევი ციკლი იმ კალათბურთელებით გავხსენით, რომელთა უმეტესობას ეროვნულ ნაკრებში მანამდე არასდროს ეთამაშა”, - ამბობს საქართველოს ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი.

მიუხედავად ყველაფრისა, ზუროსმა დადებითი ელემენტებიც დაინახა:

“კარგია ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომელთაც მანამდე შანსი არასდროს მისცემიათ. ახლა კი, საკმარისი სათამაშო დრო ეძლევათ, რომ თავიანთი თამაში გააუმჯობესონ, მეტი გამოცდილება მიიღონ და ეროვნული ნაკრებისთვის უფრო სასარგებლო კალათბურთელები გახდნენ”, - ესეც ბერძენი სპეციალისტის სიტყვებია.

ერთ-ერთი ვინც შანსი გამოიყენა მერაბ ბოლოქოლიშვილი იყო, რომელმაც თავის პირველ მატჩებში 30 წუთი ითამაშა და 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. ასევე, მიხეილ ბერიშვილი – მან გერმანიასთან თითქმის 34 წუთი ითამაშა, 15 ქულა ჩააგდო და მათ შორის, 9-დან 5 სამქულიანი. სერბეთთან კი, 26 წუთში 11 ქულა დააგროვა (4-დან 3 სამქულიანი).

ეს ორი მოთამაშე მაგალითია იმისა, რასაც ზუროსი ელოდება, ახალგაზრდა გოგა ბითაძესთან ერთად. 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2.10 სმ-ის ცენტრი გასულ წელს საშუალოდ 11 ქულასა და 6.3 მოხსნას აგროვებდა. ბითაძემ სერბეთთან 21 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

არიან ახალგაზრდები, მაგრამ ზუროსს ჰყავს მაიკლ დიქსონი – ნატურალიზებული კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს ავსტრიასთან მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეუერთდება.

ილიას ზუროსს არ სჯერა, რომ გიორგი ცინცაძე და ის მოთამაშეები, რომლებიც ნოემბერში ნაკრებს დააკლდნენ, ახლა მაინც შეძლებენ გუნდის დახმარებას ავსტრიასთან და გერმანიასთან. საქართველო ავსტრიაში 23 თებერვალს ითამაშებს, ხოლო ორი დღეში გერმანიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.

“ყველაზე რთული თამაში ავსტრიასთან გველოდება. ვიცით, რომ ჯგუფიდან ერთი გუნდი ვერ გადის და საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილს არ იმსახურებს. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა. გერმანიასთან მატჩზე საუბარი ახლა ნაადრევად მიმაჩნია. ეს ძალიან კარგი გუნდია, მაღალი ხარისხის. მაგალითად, მისი კალათბურთელები მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მატჩი ავსტრიასთანაა და ჩვენი მიზანი სწორედ ამ თამაშის მოგებაა”, - დასძინა ზუროსმა.

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:21 | 14.02.2018
sabonis (8656)

მამუკაშვილის ინტერვიუ წავიკითხე და ბიჭი ამბობს მე მსურს ნაკრებში თამაშიო და დანარჩენი ფედერაციის გასაკეთებელია, მარა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს სად სცალია მატჩები ყავს წასაყვანი. ანდა აგერ ბულგარეთის ფედერაციამ მოახერხა და ბარსელონას კაცი გამოაშვებინა, 20-მდე ევროლიგელს თურმე ნოემბერში უთამაშიათ თავიანთ ნაკრებებში და ჩვენ რა უნიათობა გვჭირს? დარწმუნებული ვარ შიო რო გამხთარიყო პრეზიდენტი და არა ეს კომენტატორპრეზიდენტი გაცილებით უკეთ იქნებოდა ჩვენი კალათბურთის საქმე.

14:32 | 14.02.2018
# KoRBeN DaLLaS # (13276)

კომენტატორპრეზიდენტი
ეს აჯაფსანდლის რაღაც ახალი ნაირსახეობაა ხო ?

18:34 | 14.02.2018
sabonis (8656)

Ddd ეკომენტატორა მერე რა აეფარა მატროსოვივით გაბრტჩიძეს.

10:42 | 14.02.2018
fann (19)

ისე ამერიკაში რომ ქართველი ბიჭები თამაშობენ ისინიც რომ გამოიძახოთ ნაკრებში მაგაზე რატომ არ ფიქრობთ? ზაფხულში მაინც დაუძახეთ და ნახეთ რა შეუძლიათ, რომ არ ვარგოდნენ იქ ტყუილად არავინ გააჩერებდა იმათ

23:37 | 13.02.2018
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

21:14 | 13.02.2018
ogafa (7815)

წარმატებები

21:14 | 13.02.2018
sabonis (8656)

არ ვიცი რა რისი შანსი გვაქვს. იმედია ბოქოლიშვილს და ბერიშვილს ისევ ყარაულის თოფივით გაუვარდება სამიანები (აბა რეალურად თუ შეუძლიერესი ის რაც ნოემბერში გამოსდიოდათ აქ მაგათ არავინ გაჩერებდა. დდ)

21:00 | 13.02.2018
თორღვა პანკელი (1034)

ზუროსის ნერვების გლეჯვა აწი ნახეთ თქვენ, ვხედავ უკვე ცივი ტილოებით შუბლზე, მოკლედ რაც არის არის რას ვიზამთ, პრობლემები პრობლემებით და თავს წინასწარ დამარცხებულად ხომ არ გამოვაცხადებთ. ჯგუფიდან ვერ გავიდა ეს ნაკრები ე.ჩ-ზე, მაგრამ არც მთლად ყურჩამოყრილებიც არ ჩანდნენ, მახსოვს სამქულიანებით(ზუროსის მეცადინეობით) მშვენივრად გადიოდნენ ფონს და მთლად უცხვირპიროდაც არ ვჩანდით, იმედია წვალებით თუ რის ვაივაგლახით მოვახერხებთ და მოვხვდებით მს.ჩ-ზე, წარმატებები ბიჭებს და ზუროსს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

20:54 | 13.02.2018
sabonis (8656)

არა რა მაინც ვერ გამგის ეს ჩვენი კომენტატორ-პრეზიდენტი რას ტინგიცობდა და რა უხაროდა ბასიანის უნიკალური გასახდელში თუ ბიჭების გამოშვებაზე თანხმობა არ ქონდა.სრული უთავმოყვარეობაა.

20:58 | 13.02.2018
sabonis (8656)

ბასკონია უნიკახა უნდა დამეწერა და ეს ტელეფონი რაებს წერს...დდდ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.087559