ფეხბურთი

17:50 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის დუბლი და საგოლე პასი (+VIDEO)

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში კარგი მატჩი ჩაატარა ავთო ებრალიძემ. "აკადემიკო ვიზეუს" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ლისაბობის "ბენფიკას" დუბლებთან 5:1 მოგებულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

26 წლის ავთომ გუნდის რიგით მესამე და მეხუთე გოლები მიითვალა. ამ სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"აკადემიკო ვიზეუ" მეოთხე ადგილზეა და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის. ავთოს უკვე აქვს უმაღლესში ნათამაშები: როცა "ჟილ ვისენტეში" იყო, საიდანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120865