ფეხბურთი

17:05 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია სეგუნდას ტურის სიმბოლურში

გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. თანაც ისე, რომ მისმა "სევილია II"-მ წააგო "რაიო ვალეკანოსთან" გასვლაზე - 0:2.

აბურჯანიამ 68-ე წუთამდე ითამაშა. შეცვალეს იმ დროს, როცა სევილილელები 0:1 აგებდნენ. ქართველის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს ამ ზამთარს "რაიო ვალეკანოში" გადასვლის ვარიანტი ჰქონდა.

Loading...
0.152704