თამაშგარე

12:31 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“შოპინგის“ მოყვარული ბასტიანი და ანა

ჩვენი მკითხველი ქალბატონები დაგვეთანხმებიან, რომ სანთლით კი არა, ალბათ პროჟექტორით უნდა ეძებოთ მამაკაცები,რომლებსაც ცოლთან თუ ცოლის გარეშე საყიდლებზე სიარული, ანუ თანამედროვედ რომ ვთქვათ “შოპინგი“ უყვართ. კაცების უმეტესობას ეს პროცესი საშინლად სძულს და ესიკვდილება.

ცნობილი სერბი მეჩოგნე, ანა ივანოვიჩი კი ამბობს, რომ მის ქმარს, ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს - ბასტიან შვაინშტაიგერს ცოლთან ერთად საყიდლებზე წანწალი სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან უყვარს და როდესაც წყვილი უცხო ქალაქში მოხვდება,მთელს თავისუფალ დროს სწორედ აღებ-მიცემობაში ატარებს.

ფეხბურთისა და მეტადრე გერმანული ფეხბურთის მოყვარულებმა, რომლებსაც ლომივით მებრძოლი ბასტიანი მინდორზე არაერთხელ უნახავთ, შეიძლება ეს კაცი რთულად წარმოიდგინონ ჩანთებითა და პარკებით ხელში მაღაზიიდან-მაღაზიაში მოწანწალე, მაგრამ სხვათა ბუნებას, ხასიათსა და ცოლის ხათრს აბა რას გაუგებს ადამიანი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166778