ფეხბურთი

0:05 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუ" VS "ლივერპული" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ კარსაა მომდგარი. დამდეგი კვირის დასაწყისში პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. WORDLSPORT.GE ყველა 1/8 ფინალური წყვილის შესახებ ვრცლად ისაუბრებს.

ოთხშაბათს, 14 თებერვალს, "პორტუ" საკუთარ მოედანზე ინგლისურ "ლივერპულს" დაუხვდება. წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებს, სტატისტიკასა და ფაქტებს...

“პორტუს” “ლივერპული” აქამდე გამართული ოთხი მატჩიდან არასდროს დაუმარცხებია. ორი ფრე და ორი მარცხი.

“ლივერულმა” ბოლოს მერვედფინალური ბარიერი 2008-2009 წლების სეზონში დაძლია, ხოლო “პორტუმ” 2014-2015 წლების სეზონში.

“პორტუ” მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, ხოლო “ლივერპულმა” ქვეჯგუფი დაუმარცხებლად მოიგო (3 მოგება, 3 ფრე).

ეს წყვილი ერთ-ერთია “ჩელსი” – “ბარსელონასთან” ერთად, რომლის ორივე მონაწილეს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ შეხვედრილან და ოთხივე მატჩი 21-ე საუკუნეში გაიმართა. პირველად ეს 2000-2001 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა. ჟერარ ულიეს გუნდმა პორტუგალიაში ნულოვან ფრეს უწია, ხოლო შინ 2:0 მოიგო დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით.

მეორე დუელი კი 2007-2008 წლები სეზონში უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. პორტუგალიაში ისევ ფრე დაფქისრდა. ლუჩო გონსალესის გოლს დირკ კუიტმა უპასუხა.

2007 წლის 18 სექტემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“პორტუ”: ნუნო, ბოსინგვა, ჟოაო პაულო, ბრუნო ალვეში, ფუსილე, ლუჩო, ასუნსაო, მეირელეში (მარიანო გონსალესი 64), სექტუი (ფარიასი 64), ლისანდრო ლოპესი, კვარეჟმა

“ლივერპული”: რეინა, არბელოა, ჰიიპია, კარაგერი, ფინენი, მასკერანო, ჯერარდი, პენანტი, ბაბელი (კრაუჩი 85), კუიტი, ტორესი (ვორონინი 76)

“ენფილდ როუდზე” ტორესის სწრაფი გოლი ლისანდრომ მალევე გაქვითა, მაგრამ ბოლოსკენ ტორესმა, სტივენ ჯერარდმა და პეტერ კრაუჩმა ინგლისურ გუნდს სოლიდური გამარჯვება მოუტანეს.

სტატისტიკა

“პორტუ”

“პორტუს” მერვედფინალში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 6 გამოთიშვა. ბოლოს პორტუგალიელები შარშან, “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში 0:3 (0:2, 0:1) დამარცხდნენ.

ინგლისურ გუნდებთან ბალანსი საკუთარ მოედანზე: 8 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება. ბოლოს “დრაგაუს” ინგლისური გუნდებიდან “ლესტერი” სტუმრობდა 2016 წლის დეკემბერში და 0:5 განადგურდა.

მიმდინარე სეზონში “პორტუმ” შინ 6 ქულა მოიპოვა. 1:3 წააგო “ბეშიქთაშთან”, ამავე ანგარიშით აჯობა “ლაიფციგს”, ხოლო “მონაკო” 5:2 გაანადგურა.

ბოლო 10 მატჩიდან შინ “პორტუმ” 4 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 4 წააგო.

ბოლო 6 სეზონიდან “პორტუმ” 3-ჯერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მან ორჯერ შეძლო მერვედფინალში გაღწევა 2010 წლის შემდეგ.

“პორტუს” შედეგი პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან: 3 მოგება, 7 წაგება. ბოლო ოთხი თამაში “დრაკონებს” ალბიონელებთან წაგებული აქვთ. მათ შორის, 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე “სიტისთან” (1:2, 0:4). “დრაგაუს” ბინადრებმა ბოლოს ინგლისელებთან პლეი-ოფში 2003-2004 წლების სეზონში მიაღწიეს წარმატებას, როდესაც “მანჩესტერი” გამოთიშეს გათამაშებას (2:1, 1:1).

“ლივერპული”

“ლივერპულს” მერვედფინალში უკვე 9 წელია არ უთამაშია. ეს ბოლოს 2008-2009 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “რეალი’ გააცამტვერა (1:0, 4:0). მერვედფინალში “წითლებს” ასეთი ბალანსი გააჩნიათ: 4 გასვლა შემდეგ ეტაპზე, 1 გამოთიშვა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ლივერპული” მერვედფინალს ვერ გასცდა, 2005-2006 წლების სეზონში სწორედ პორტუგალიურ მეტოქესთან იყო – “ბენფიკა” (0:1, 0:2).

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ლივერპული” პორტუგალიურ გუნდთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა (6 მოგება, 2 ფრე).

2010-2011 წლების სეზონში ინგლისელებმა ევროპა ლიგაზე სტუმრად “ბრაგასთან” 0:1 წააგეს. პლეი-ოფში “ლივერპული” პორტუგალიელებთან კარგად თამაშობს: 5 მოგება, 2 წაგება.

სტუმრად პორტუგალიელებთან ბალანსი: 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. “ლივერპულმა” პორტუგალიაში პირველი ორი მატჩი მოიგო, მაგრამ უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწია.

“ლივერპულმა” ქვეჯგუფში სტუმრად 5 ქულა დააგროვა. 7:0 გაანადგურა “მარიბორი”, ხოლო “სევილიასთან” (3:3) და “სპარტაკთან” (1:1) ითამაშა.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

იკერ კასილიასი “რეალის” მეკარე იყო, როდესაც “ლივერპულმა” მერვედფინალში “სამეფო კლუბი” ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. 2014-2015 წლების სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე უკვე იკერის გუნდი გამოვიდა გამარჯვებული. 3:0 ინგლისში და 1:0 ესპანეთში.

მოჰამედ სალაჰის “რომა” 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტუმ” ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

მაქსი პერეირა მოედანზ ეიყო, როდესაც “ბენფიკამ” შინ “ლივერპული” 2:1 დაამარცხა ევროპა ლიგაზე 2009-2010 წლების სეზონში. საპასუხო მატჩი ინგლისელებმა 4:1 მოიგეს, მაგრამ მაქსი სათადარიგო სკამზე იჯდა.

რიკარდო პერეირა და სერჟიო ოლივეირა მოედანზე იყვნენ, როდესაც პორტუგალიამ ემრე ჯანის გერმანია ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე 5:0 დაამარცხა.

ჯეიმს მილნერმა გოლი გაუტანა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში 2003 წელს. ის მატჩი პენალტების სერიაში პორტუგალიელებმა 3:2 მოიგეს.

ინგლისში უთამაშიათ

მიგელ ლაიუნი (“უოტფორდი” 2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

იკერ კასილიასი და ალბერტო მორენო (ესპანეთი)

ოლივერ ტორესი და ალბერტო მორენო (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები)

"პორტუ" - "ლივერპული"

14 თებერვალი, 23:45 საათი

პორტუ, "დრაგაუ"

0.113091