ფეხბურთი

20:30 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და "შახტარი" ფრედის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "შახტარის" ნახევარმცველი ფრედი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც Mirror-ი იუწყება, კლუბები 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ზაფხულში სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ "ქალაქელები" 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

ფრედი უკრაინულ კლუბში 2013 წელს "ინტერნასიონალიდან" გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა საკლუბო დონეზე 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113863