ფეხბურთი

13:58 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: "დე ბრუინზე მსოფლიოს ყველა კლუბი ოცნებობს"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ლესტერთან" მოგებული (5:1) პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კევინ დე ბრუინმა გუნდისთვის ითამაშა და ბელგიელი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

განვლილ შეხვედრაში სამხრეთამერიკელმა პოკერი მიითვალა. Squawka-ინფორმაციით კი დე ბრუინმა კარიერაში პირველად მოახერხა ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემის გაკეთება.

"საბედნიეროდ, კევინმა ჩვენთვის ითამაშა და ამით მოხარული ვარ, რადგან მისი საგოლე გადაცემებით თავი გამოვიჩინე. დე ბრუინი შესანიშნავი ფეხბურთელია და ნებისმიერი კლუბი მასზე ოცნებობს." - განუცხადა "სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს აგუერომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113385