ფეხბურთი

4:37 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეს "ნაპოლი" არ გაჩერდება! (+VIDEO)

სერია A ტოპ ჩემპიონატებში ერთადერთია, სადაც საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნებულია და დიდი ალბათობით, ბოლო ტურამდე ასე იქნება. ყოველშემთხვევაში, “ნაპოლი” და “იუვენტუსი” ქულების განიავებას სულაც არ აპირებენ. ტურინელთა გამარჯვებაზე გუშინ დავწერეთ, ახლა უკვე საქმეში “ნაპოლი” ჩაერთო.

მაურიციო სარის გუნდს რთული ემტოქე ჰყავდა – “ლაციო”. გუნდი, რომელიც ნეაპოლში ზედიზედ ორი წაგებით ჩავიდა და ბუნებრივია, ხასიათის გამოკეთებას აპირებდა. სხვათა შორის, ამ გუნდთა პირველი წრის დაპირისპირებაში “ლაციო” სტეფან დე ვრეის სწრაფი გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა და “ოლიმპიკოზე” განადგურდა. “სან პაოლოზე” გამართულ შეხვედრასაც იდენტური სცენარი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ჩანაწერი ვნახეთ. თამაში ახალი დაწყებული იყო ჩირო იმომობილეს ჩაწოდებას სტეფან დე ვრეი რომ გამოეხმაურა და სტუმრები წინ გავიდნენ. სხვათა შორის, სიმონე ინძაგის გუნდი თამაშს ტაიმის ბოლომდე აკონტროლებდა, ხოლო მასპინძლებს ხიფათის შექმნა უძნელდებოდათ. და მაინც, 43-ე წუთზე სენად ლულიჩი პოზიციურად შეცდა, ხოსე კალეხონი თამაშგარეში ვერ დატოვა და ანგარიში გათანაბრდა.

აი, მეორე ნახევარში კი, “აძურიმ” მეტოქეს გადაურბინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერი ტყუილად არაა. მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში და კერძოდ, ორწუთიან ინტერვალში სარის ბიჭებმა ორჯერ იხეირეს და თამაშის ბედიც გადაწყდა. დრის მერტენსის გოლი მხოლოდ საკონტროლო გასროლა იყო – 4:1.

“ნაპოლიმ” “იუვენტუსს” ისევ ქულით გაასწრო და ისეთი პირი უჩანს, ლიდერობას არც დათმობს. ფაქტია, რაც უფრო ნაკლები ტური დარჩება და “ნაპოლი” ახლოს იქნება სკუდეტოსთან, შემართებაც უფრო გაეზრდება და მოკლედ, ძნელად თუ შეაჩერებს ვინმე. ამის ნიშნები უკვე არსებობს. მაგალითად, ნეაპოლელებს 24 ტურისთვის 63 ქულა აქვთ და ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც 24 ტურში ვინმეს ამაზე მეტი ქულა დაეგროვებინოს (“ინტერი” 2006-2007 წლების სეზონში, 66 ქულა). ისიც გასათვალისწინებელია, რომ სარი და მისი გუნდი მხოლოდ შიდა პირველობაზე ფიქრობს, მაშინ, როდესაც “იუვე” სამ ფრონტზე იბრძვის. თუმცა, დაველოდოთ, წინ 14 ტურია და მათ შორის, ტურინში ლიდერთა დაპირისპირებაც გველოდება!

თუ “ნაპოლი” ჩემპიონობისკენ მიიწევს, “მილანს” თავისი მიზნები ამოძრავებს. “როსონერიმ” უკანასკნელ 5 ტურში 13 ქულა გამოიმუშავა და ნელ-ნელა სატურნირო ცხრილში პროგრესირებს. როგორც ჩანს, ჯენარო გატუზომ გუნდს ხელი დაატყო – შედეგები აშკარად ამაზე მიგვანიშნებს. ლომბარდიულმა გრანდმა ამჯერად გასავარდნ ზონაში მყოფი “სპალი” სტუმრად გაანადგურა – 4:0. დუბლით გამოირჩა პატრიკ კუტრონე, რომლისთვის ასეთი რამ სერია A-ში პირველად მოხდა. ნიჭიერმა ფორვარდმა პირველი გოლი მეორე წუთზე გაიტანა (01:41 წუთი) და 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შალი მუნტარიმ “იუვენტუსს” გაუტანა, ეს “მილანის” ყველაზე სწრაფი გოლია კალჩოში. კუტრონეს დუბლის გარდა, გოლები ლუკას ბილიამ და ფაბიო ბორინიმაც გაიტანეს. თანაც, ერთმანეთზე მოხდენილები. “როსონერი” ფერზე მოვიდა და ვინძლო, ასე თუ გააგრძელებს, ოთხეულისკენაც გაიწიოს.

“სპალი” – “მილანი” 0:4 (0:1) VIDEO

სპალი, “პაოლო მაცა”

მაყურებელი: 13 100

“სპალი” (3-5-1-1): მერეტი; შიმიჩი, სალამონი, ფელიპე; ლაძარი, ვივიანი, ევერტონი (პალოსკი 54), გრასი (შიატარელა 62), მატიელო (დრამე 84); კურტიჩი; ანტენუჩი

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესი (ბორინი 84), ბილია (მონტოლივო 75), ბონავენტურა; სუსო, კუტრონე (ანდრე სილვა 77), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 0:1 კუტრონე (2), 0:2 კუტრონე (65), 0:3 ბილია (73), 0:4 ბორინი (90)

გაფრთხილება: შიმიჩი (30), მატიელო (51), შიატარელა (70) – კესი (17), ბილია (40), ბონუჩი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 16 (11) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კროტონე” – “ატალანტა” 1:1 (0:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 10 000

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; ფარაონი, ჩეკერინი, კაპუანო, მარტელა; ბარბერისი (აჯეტი 68), მანდრაგორა, ბენალი; ტროტა (რიჩი 76), ბუდიმირი (პავლოვიჩი 86), ნალინი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, პალომინო, მაზიელო; ჰატებური (ბაროუ 83), დე რუნი, კრისტანტე, სპინაცოლა; ილიჩიჩი; პეტანია (ფროილერი 55), კორნელიუსი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 მანდრაგორა (80), 1:1 პალომინო (88)

გაფრთხილება: კაპუანო (52), ბუდიმირი (76), ფარაონი (83), ნალინი (90) – პალომინო (35), ტოლოი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 8 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: დავიდე მასა

“ნაპოლი” – “ლაციო” 4:1 (1:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 40 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ტონელი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი (როგი 81), ჟორჟინიო, ჰამშიკი (ჟიელინსკი 46); კალეხონი (მაჯო 85), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა, უოლასი, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (ნანი 67), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 60); ლუის ალბერტო (კაისედო 61), იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 დე ვრეი (3), 1:1 კალეხონი (43), 2:1 უოლასი (54, ა.გ), 3:1 მარიო რუი (56), 4:1 მერტენსი (73)

გაფრთხილება: ლუკას ლეივა (43), მილინკოვიჩ-სავიჩი (45), დე ვრეი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 6 (3) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109703