ფეხბურთი

17:49 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" VS "ტოტენჰემი" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ კარსაა მომდგარი. დამდეგი კვირის დასაწყისში პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. დღეიდან WORDLSPORT.GE ყველა 1/8 ფინალური წყვილის შესახებ ვრცლად ისაუბრებს.

სამშაბათს, 13 თებერვალს, მერვედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი გამორჩეული გველოდება: „იუვენტუსი“ – „ტოტენჰემი“. ორივე გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია და ბუნებრივია, ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინია.

წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებს, სტატისტიკასა და ფაქტებს...

ფაქტები

“იუვენტუსი”

“იუვენტუსის” ბალანსი მერვედფინალში ასეთია: 5 მოგება, 3 წაგება. 12 თვის წინ, “იუვემ” “პორტუ” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში (3:0). ორი წლის წინ კი, “ბაიერნთან” დამატებით დროში ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა (2:2, 2:4).

“იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთან” მძიმე მარცხით დაიწყო – 0:3. მაგრამ შემდეგ 5 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა (3 მოგება, 2 ფრე). “ბიანკონერიმ” მერვედფინალის საგზური “ოლიმპიაკოსის” დამარცხების შემდეგ გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში იტალიელებმა ტურინში “ოლიმპიაკოსს” (2:0) და “სპორტინგს” (2:1) მოუგეს, ხოლო “ბარსელონასთან” (0:0) ფრეს დასჯერდნენ.

“იუვენტუსს” საკუთარ მოედანზე უკვე ზედიზედ 26 მატჩია არ წაუგია. ჩინებული სერია 2013 წლის აპრილიდან იწყება, როდესაც “ბაიერნთან” 0:2 დამარცხდა (16 მოგება, 10 ფრე).

გასულ სეზონში “იუვემ” პლეი-ოფის სტადიაზე სამიდან სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო.

“იუვენტუსი” უკვე ზედიზედ ექვსი თამაშია პრემიერლიგის წარმომადგენელთან არ დამარცხებულა (3 მოგება 3 ფრე). ბოლო სამი მატჩი კი, მოგებული აქვს. მათ შორის, ორჯერ “სიტისთან” (2:1, 1:0).

“იუვე” ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე: 13 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება.

ტურინელები ინგლისურ მეტოქეებთან საპლეი-ოფო სტადიაზე ასე თამაშობენ: 5 მოგება, 8 ფრე. ბოლო 5 დუელიდან კი, “იუვე” ევროსარბიელის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ბოლოს ასეთი რამ 2010 წელს ევროპა ლიგაზე მოხდა, როცა “იუვე” “ფულჰემთან” დამარცხდა (3:1, 1:4).

“ტოტენჰემი”

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ტოტენჰემა” მერვედფინალში ითამაშა, 2010-2011 წლების სეზონი იყო. მაშინ “დეზებმა” “მილანი” დაამარცხეს (1:0, 0:0).

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამ საგარეო მატჩში 7 ქულა მოიპოვა. 3:0 მოუგო “აპოელს”, 2:1 “დორტმუნდს”, ხოლო “რეალთან” ფრე ითამაშა (1:1).

ბოლო 14 გასვლით შეხვედრაში “ტოტენჰემმა” 4 მოიგო (4 ფრე, 6 წაგება).

“ტოტენჰემი” იტალიურ გუნდებთან: 5 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება (სტუმრად – 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).

“ტოტენჰემს” პლეი-ოფის სტადიაზე იტალიურ გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს: 4 მოგება, 1 წაგება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ალბიონელები აპენინელებს ვერ გასცდნენ, 2014-2015 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე მოხდა (1:1 შინ და 0:2 სტუმრად).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ფერნანდო ლორენტემ “იუვენტუსის” რიგებში 2013-2015 წლების სეზონში 92 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მოიგო ორი სკუდეტო და ერთი იტალიის თასი.

ლორენტემ ყოფილ გუნდს “სევილიას” შემადგენლობაში უკვე გაუტანა გამარჯვების გოლი 2015-2016 წლების სეზონში (1:0) და “იუვე” ამ მარცხის გამო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ხუან კუადრადოს პრემიერლიგაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვოიცეხ შჩესნიმ “არსენალის” რიგებში პრემიერლიგაში 132-ჯერ ითამაშა, ხოლო “ტოტენჰემს” რვაჯერ დაუპირისპირდა (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).

ერიკ ლამელას იტალიის ჩემპიონატში 62-ჯერ აქვს ნათამაშები და 19 გოლი გაუტანია. 2011-2013 წლებში ლამელა “რომას” რიგებში “იუვენტუსს” 4-ჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო 2012 წელს, იტალიის თასზე წაგებულ შეხვედრაში (0:3).

ერიკ ლამელა “რივერ პლეიტის” აკადემიაში ირიცხებოდა მაშინ, როდესაც ამავე გუნდის ღირსებას გონსალო იგუაინი იცავდა.

ტობი ალდერვეილდმა “აიაქსის” მაისურით 2010 წელს მასიმილიანო ალეგრის გუნდს გოლი გაუტანა (2:0).

ჰარი კეინი და ერიკ დაიერი მოედანზე იყვნენ, როდესაც ინგლისმა სამი ხედირას გერმანია ამხანაგურ მატჩში დაამარცხა (3:2).

ჯანლუიჯი ბუფონის, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის იტალიამ 2016 წელის ევროპის ჩემპინატზე ტობი ალდერვეილდისა და იან ვერტონგენის ბელგია დაამარცხა (2:0). ვერტონგენმა ბუფონს 2015 წელს ამავე გუნდების ამხანაგურ მატჩში გოლიც გაუტანა.

ერთად უთამაშიათ

მირალემ პიანიჩსა და უგო ლორისს (“ლიონში”, 2008-2011)

ბლეზ მატუიდისა და სერჟ ორიეს (პსჟ-ში, 2014-2017).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ბლეზ მატუიდი და უგო ლორისი, მუსა სისოკო (საფრანგეთი)

ხუან კუადრადო და დევინსონ სანჩესი (კოლუმბია)

გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა და ერიკ ლამელა (არგენტინა)

სტატისტიკა

“იუვენტუსი”

ჯგუფური ეტაპის შემდეგ “იუვენტუსის” სალიგო განაცხადშია სტეფან ლიხშტაინერი. შვეიცარიელმა ბენედიქტ ჰიოვედესის ადგილი დაიკავა.

მირალემ პიანიჩი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მეორე მატჩს გამოტოვებს.

“ინტერთან” (0:0) ფრის შემდეგ იუვენტუსმა” ყველა ტურნირის ჩათვლით მიჯრით 11 მატჩი მოიგო და ერთადერთი გოლი გაუშვა.

“იუვემ” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 6 ტურში გაიმარჯვა და მათ შორის, ბოლოს “ფიორენტინა” დაამარცხა (2:0). გაიტანა 20 გოლი და გაუშვა – 1.

“ბებერ ქალბატონს” ბოლო 16 მატჩში ერთადერთი გოლი აქვს მიღებული საკუთარ კარში.

გონსალო იგუაინმა “იუვენტუსში” პირველი ჰეთ-თრიქი 4 თებერვალს შეასრულა “სასუოლოს” წინააღმდეგ (7:0). გაუტანა ასევე “ფიორენტინას” და ბოლო ოთხ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

სამი ხედირამ იმავე “სასუოლოსთან” დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. “იუვენტუსი” კოპა იტალიის ნახევარფინალშია გასული, სადაც “ატალანტას” პირველი მატჩი სტუმრად (1:0) მოუგო.

ხუან კუადრადოს 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და 30 იანვარს ოპერაცია გაიკეთა.

პაულო დიბალა მოედანზე 4 იანვრის შემდეგ არ გასულა, როდესაც “კალიარისთან” მატჩში დაშავდა.

ბლეზ მატუიდი “სასუოლოსთან” მატჩში დაშავდა და ერთი თვე გაუცდება. დუგლას კოშტამ კი, ტრავმა მოიშუშა და “ფიორენტინასთან” უკვე ითამაშა კიდეც.

ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი 2017 წლის უეფას გუნდში მოხვდნენ.

“ტოტენჰემი”

სალიგო განაცხადს ჯგუფური ეტაპის შემდეგ დაემატნენ ერიკ ლამელა და ლუკას მოურა. მათ ხუან ფოიტის და კევინ ნ’კუდუს ადგილი შეავსეს.

სერჟ ორიე გაფრთხილების შემთხვევაში საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

პრემიერლიგაში გაშვებული 24 გოლიდან 15 “ტოტენჰემმა” ბოლო 15 წუთში გაუშვა.

4 თებერვალს ჰარი კეინმა პრემიერლიგაში მეასე გოლი გაიტანა (141 მატჩი). კეინი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ა, რომელმაც ასე სწრაფად შეძლო 100 გოლის გატანა (ალან შირერი 100 გოლი, 124 მატჩში).

“ტოტენჰემი” ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე გავიდა, სადაც 18 თებერვალს “როჩდეილს” დაუპირისპირდება.

ტობი ალდერვეიდლმა 7 თებერვალს პირველად ითამაშა 1 ნოემბრის შემდეგ. ტრავმირებულები იყვნენ დენი როუზი და ჰარი უინკსიც, რომლებიც ასევე ამ დღეს დაბრუნდნენ.

28 ნოემბერს ერიკ ლამელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. პრემიერლიგაში აქამდე ის ყოველთვის ცვლილებაზე თამაშობდა, ხოლო ასოციაციის თასზე ორივე მატჩში 90 წუთი გაატარა მოედანზე.

"იუვენტუსი" - "ტოტენჰემი"

13 თებერვალი, 23:45 საათი

ტურინი, "ალიანც სთედიუმი"

Loading...
სტატისტიკა
0.240555