ფეხბურთი

12:42 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი იტალიის ნაკრებს დაუბრუნდება?

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა იტალიის ნაკრებს დაუბრუნდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, “სკუადრა აძურას” დროებითი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო უკვე ესაუბრა 40 წლის კიპერს და თავისი სურვილი გააცნო.

დი ბიაჯოს კი სურს, რომ ბუფონი არგენტინასთან და ინგლისთან მატჩებისთვის გამოიძახოს. წყაროს ცნობით, ჯიჯი აღნიშნული წინადადების მიღებაზე სერიოზულად ფიქრობს.

შეგახსენებთ, ბუფონმა სანაკრებო კარიერა ნოემბერში, შვედეთთან მატჩის შემდეგ დაასრულა. რაც შეეხება ლუიჯი დი ბიაჯოს, იგი ეროვნულ გუნდს ორ ამხანაგურ შეხვედრაში გაწვრთნის. იტალია 23 მარტს არგენტინას, ხოლო ოთხი დღის თავზე ინგლისს გაეჯიბრება.

0.112173