ფეხბურთი

10:50 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის 14 წელი და 50 წამი: ჰოლანდიელი ლამაზი გოლით დაბრუნდა (+VIDEO)

13 წელი და 358 დღე... 2004 წლის თებერვალი იყო, როდესაც რობინ ვან პერსიმ მშობლიური “ფეიენოორდის” მაისურით ბოლოს გაიტანა. მაშინ, ის მხოლოდ 21 წლის გახლდათ, ხოლო ახლა 35 წლისაა და სახლში დაბრუნება გოლით აღნიშნა და თანაც, მშვენიერი გოლით.

ამისთვის რობინს სულ რაღაც 50 წამი დასჭირდა. ვან პერსი “დენ ჰააგთან” მოედანზე 77-ე წუთზე ტოორნსტრას ნაცვლად გამოჩნდა და წამებში “დე კუიპზე” შეკრებილი პუბლიკა გაახარა. თან, თავადაც გაიხარა, რაც მატჩისშემდგომ კომენტარში აშკარად იგრძნობოდა:

“სიამოვნებას თითოეული მომენტიდან ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი წამი. დღიდან დღემდე თავს უფრო ძლიერად ვგრძნოდ”.

შეგახსენებთ, რობინ ვან პერსი “ფეიენოორდს” 14 წლიანი განშორების შემდეგ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაუბრუნდა.

0.153823