ფეხბურთი

19:44 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი შეიცვალა

ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი შეიცვალა. კერძოდ, მეხუთე ტურის მატჩი ანდორასთან 16 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ განახლებული კალენდრით ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურის წინ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს (ერთმანეთს ხვდებიან) მოსამზადებლად თანაბარი დრო ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი კალენდარის გამო სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა და მიზეზი სწორედ ანდორასა და ყაზახეთის ნაკრებებთან მატჩებს შორის დროის სხვაობა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1443