კალათბურთი

14:25 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დირკ ნოვიცკიმ ჰაკიმ ოლაჯუანს გადაასწრო (+VIDEO)

მემფისმა” შინ “ლეიკერსი” 107-102 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე "ლეიკერსის” ლეგენდა კობი ბრაინტი იყო- 28 ქულით. “დათვებმა” მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს და დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ.

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო. “მილოუკმა” საშინაო დარბაზში, ვესტბრუკის და დურანტის გარეშე დარჩენილი “ოკლაჰომა” 85:78 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი ქულა “ოკლაჰომას” გამთამაშებელმა რეჯი ჯექსონმა ჩააგდო - 29 ქულა. “მილოუკს” 4 მოგება და 3 წაგება დაუროვდა და ამ დროისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

“დალასმა” “საკრამენტოსთან” 8-ქულიანი გამარჯვება იზეიმა -106:98. “დალასის” ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ 23 ქულა ჩააგდო. ამ მატჩამდე გერმანელი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის (26 930 ქულით) მე-10 ადგილზე იმყოფებოდა. დირკს ლეგენდარული ცენტრი ჰაკიმ ოლაჯუანი (26 946 ქულა) 16 ქულით უსწრებდა. ნოვიცკის 26 953 ქულა დაუგროვდა და NBA-ს საუკეთესო მექულეთა შორის მე-9 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს ქარიმ აბდულ-ჯაბარი იკავებს 38 387 ქულით.

“სან ანტონიომ” გასვლითი მატჩში “გოლდენ სტეიტი” 113:100 დაამარცხა. ჩემპიონების რიგებში საუკეთესო იყო ტონი პარკერი. ფრანგმა გამთამაშებელმა გუნდს 28 ქულა და 7 პასი შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ამერიკის ნაკრების და “გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა ჩააგდო - 29 ქულა. დასავლეთ კონფერენციაში “სან ანტონიო” მე-8 ადგილზეა, ხოლო “გოლდენ სტეიტი” ამავე კონფერენციაში მესამეზე.

ტორონტო რეპტორსი” –“ორლანდო მეჯიქი” 104:100 (24:32, 27:28, 21:23, 32:17)

“ტორონტო”:ლოვერლი (19 ქ. 7 პ. 6 მ.),როსი (17 ქ. 4 მ.), დეროზანი (16 ქ.), უილიამსი (14 ქ.), ჯონსონი (12 ქ.), პატერსონი (12 ქ.), ჯონსონი (6 ქ. 10 მ.), ვასკესი (4 ქ.), ვალანჩუნასი (4 ქ.)

“ორლანდო”: ფურნიე (24 ქ.), ჰარისი (23 ქ. 13 მ.), ფრაი (19 ქ. 6 მ.), ვუჩევიჩი (18 ქ. 8 მ.), რიდნური (6 ქ. 6 მ.), ბ. გორდონი (3 ქ.), ა. გორდონი (1 ქ.)

“მემფის გრიზლი” – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 107:102 (25:21, 31:31, 27:23, 24:27)

“მემფისი”: კონლი (23 ქ.) უდრიხი (16 ქ.), ლი (15 ქ.), კუფოსი (14 ქ.), ალენი (12 ქ.), რენდოლფი (11 ქ.) გასოლი (8 ქ.), კარტერი (6 ქ.).

“ლეიკერსი”:ბრაიანტი ( 28 ქ. 7 მ. 6 პ.), ბუზერი (20 ქ. 8 მ.), ჯონსონი (15 ქ.), ჰილი (13 ქ. 14 მ.), ლინი (12 ქ.), დევისი (6 ქ.), პრაისი (4 ქ.), საკრე (2 ქ.)

“მილოუკი ბაქსი” – “ოკლაჰომა სითი თანდერი” 85:78 (15:22, 26:16, 28:26, 16:14)

“მილოუკი”: მაიო (19 ქ.), ნაითი (16 ქ.), ანტეტოკუნმპო (14 ქ. 9 მ.), ფაჩულია (8 ქ. 10 მ. 4 პ.), ჯ. პარკერი (6 ქ.), უოლტერსი (6 ქ.), დადლი (4 ქ.), სანდერსი (4 ქ.).

“ოკლაჰომა”: ჯექსონი (29 ქ.), იბაკა (14 ქ. 7 მ.), მოროუ (10 ქ.), პერკინსი (7 ქ. 9 მ.), ტომასი (5 ქ.), სმიტი (3 ქ.).

“დალას მავერიქსი” – “საკრამენტო კინგზი” 106:98 (14:32, 34:25, 30:15, 28:26)

“დალასი”: ნოვიცკი (23 ქ. 7 მ.), პარსონსი (19 ქ.), ელისი (16 ქ.), ჩენდლერი (14 ქ. 11 მ.), ჰარისი (12 ქ.), ვრაიტი (10 ქ.), ნელსონი (5 ქ.), ბარეა (5 ქ.).

“საკრამენტო”:გეი (26 ქ. 8 მ. 8 პ.), სეშნსი (18 ქ.), მაკლემორი (17 ქ.), კაზინსი (16 ქ. 11 მ.), ლენდრი (11 ქ.), კასპი (6 ქ.).

“პორტლენდ ბლეიზერსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 102:100 (21:35, 30:29, 24:21, 27:15)

“პორტლენდი”:ლილარდი (29 ქ. 7 პ.), ოლდრიჯი (25 ქ.), მეტიუზი (16 ქ. 7 პ.), კამანი (12 ქ. 8 მ.), ბლეიკი (5 ქ.), ლოპესი (4 ქ.)

“შარლოტი”: ჯეფერსონი (22 ქ.), უოლკერი (16 ქ.), სტივენსონი (14 ქ. 14 მ.), რობერტსი (12 ქ.), კიდ-გილკრისტი (12 ქ.), ნილი (9 ქ.), ზელერი (7 ქ. 8 მ.).

“გოლდენ სტეიტი” – “სან ანტონიო” 100:113 (26:29, 18:21, 26:32, 30:31)

“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (29 ქ. 5 მ.), ბარნსი (22 ქ. 8 მ.), კარი (16 ქ. 6 მ.), გრინი (9 ქ. 5 მ.), ბოგუტი (4 ქ.), ეზელი (3 ქ.), იგუადალა (2 ქ.), ბარბოსა (2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.)

“სან ანტონიო”:პარკერი (28 ქ. 7 პ.), ლეონარდი (19 ქ. 6 მ.), ჯინობილი (17 ქ. 5 პ.), დანკანი (12 ქ. 13 მ.), ჯოზეფი (11 ქ.), გრინი (9 ქ.), დიაო (8 ქ.), ბონერი (5 ქ. 5 მ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113005