ფეხბურთი

20:27 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ტულას "არსენალი" დაამარცხა

თბილისის “დინამომ” თურქული შეკრება დაასრულა. კახა კაჭარავას გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი ტულას “არსენალი” დაამარცხა – 1:0.

“დინამოს” გამარჯვება ოთარ კიტეიშვილის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა. ამრიგად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თურქეთს 2 გამარჯვებითა და 2 მარცხით ტოვებს.

შეგახსენებთ, აქამდე “დინამომ” “სენდეცია” დაამარცხა, ხოლო “ვორსკლასთან” და “ზორიასთან” დამარცხდა.

“დინამო” – “არსენალი” (ტულა) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კიტეიშვილი (63)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ლუცევიჩი, ქარდავა (კუცია 46), ივანისენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი (ნინუა 88), ხარაბაძე (ერგემლიძე 90), ზივზივაძე

არსენალი: ლევაშოვი (ბერეზინი 46), დენისოვი (ბელიაევი 67), ხაგუში (კომბაროვი 46), ნოვოსელცევი, ალექსანდროვი (ალვარესი 67), ივაკინი, ბურანოვი (ჩაუშიჩი 67), აჯოევი (კანგვა 46), ტკაჩოვი (გორბატენკო 61), ძიუბა, მაქსიმოვი (ჯორჯევიჩი 67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114165