ფეხბურთი

16:56 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასის ოცნების გუნდი (+VIDEO)

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარცველმა სესკ ფაბრეგასმა Soccer AM-თან ინტერვიუში ხუთი ფეხბურთელისგან შედგენილი სიმბოლური ნაკრები დაასახელა, ვისთან ერთადაც მას სხვადასხვა წლებში უთამაშია.

მეკარის პოზიციაზე ფაბრეგასის რჩეული იკერ კასილასია, ერთადერთი მცველი ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), შეტევის ფლანგებზე ლიონელ მესი (“ბარსელონა”) და ედენ აზარი (“ჩელსი”), გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე სესკმა ტიერი ანრი (“არსენალი”) შეარჩია. სათადარიგო თავდამსხმელის როლი დიეგო კოშტას ერგო, ხოლო მწვრთნელად საკუთარი თავი დაასახელა.

სხვათა შორის, ფაბრეგასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111925