კალათბურთი

14:54 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზვიადაური: "დელტას" წინსვლას ვუსურვებ"

საკალათბურთო კლუბ მარნეულის "დელტას" ერთ-ერთ ვარჯიშს 2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური დაესწრო. ზვიადაური შეხვდა ბიჭებს და წარმატება უსურვა.

ზვიად ანთაძე: "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩემპიონს, რომელმაც "დელტას" დრო დაუთმო და ბევრი კარგი რჩევა მოგვცა. ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. დიდი მადლობა ზურაბ ზვიადაურს."

ზურაბ ზვიადაური: "მინდა, წარმატება ვუსურვო "დელტას". ვხედავ, რომ გუნდში მონდომებული ბიჭები არიან და ეს ყველაფერი კარგია ამ სახეობისთვის, უშუალოდ, მთელი სპორტისთვის. თუ ბიჭები ბევრს იმუშავებენ, ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას."

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159262