ჩოგბურთი

12:08 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვას 21-ე ტიტული

უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ სანქტ პეტერბურგის ტურნირი მოიგო.

ფინალში პეტრამ ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი იოლად 6:1, 6:2 დაამარცხა და კარიერაში ერთეულთა თანრიგში 21-ე ტიტული მოიპოვა.

მოქმედ ჩოგბურთელებს შორის პეტრა ტიტულების რაოდენობით, მხოლოდ ოთხ ჩოგბურთელს ჩამორჩება: ქეროლაინ ვოზნიაცკის (28), მარია შარაპოვას (36), ვინუს უილიამსს (49) და სერენა უილიამსს (72).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114782