ფეხბურთი

2:05 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა დაუშვილი საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. იმერული გუნდის ღირსებას ამიერიდან ბუბა დაუშვილი დაიცავს – აღნიშნულ ინფორმაციას “სამტრედიას” ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

დაუშვილი ახალ გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. 28 წლის ნახევარმცველი საქართველოში ბოლოს “ზესტაფონის” რიგებში თამაშობდა (2005-2011). შემდეგ კი, “კარპატისა” და “დიოშდიორის” შემადგენლობაში ირჯებოდა.

ბუბა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2008 წლიდანაა და დღემდე “ჯვაროსანთა” ღირსება 29 მატჩში დაიცვა.

0.115995