კალათბურთი

23:58 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP

ესპანურ ლიგა ენდესაში დიდებული სერია აქვს მალაგას “უნიკახას”. მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ანდალუზიელებმა მორიგი გამარჯვება შინ “მურსიასთან” იზეიმეს – 78:67.

აღნიშნულ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:25 წუთიც გაატარა. ხსენებულ დროში შერმადინმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა – 17. შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. გარდა ამისა, ჩვენებური თანაგუნდელთა შორის ქულების მხრივაც საუკეთესო გახლდათ.

“უნიკახას” 19 ტურში 12 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 10 თებერვალს, “ბასკონიას” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10196