ფეხბურთი

18:46 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ჯეკოს ეპატიჟება

“რომას” თავდამსხმელი ედინ ჯეკო შესაძლოა ახალი სეზონიდან “მილანში” ვიხილოთ. თუტტოსპორტ-ის ინფორმაციით, “როსონერის” ხელმძღვანელობა სერიოზულადაა დაინტერესებული ბოსნიელი ფორვარდის სალსახურით.

აღსანიშნავია, რომ ჯეკოს “მილანთან” ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. გარდა ამისა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში “რომა” “ჩელსის” შეუთანხმდა, მაგრამ ჯეკომ ლონდონში გადასვლაზე უარი თავად განაცხადა.

“ჯალორისის” თავდამსხმელის ფასი, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 20-30 მილიონ ევროს შეადგენს.

0.110443