ფეხბურთი

11:13 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიჩის შესაშური დასაწყისი

ისეთი დებიუტი ჰქონდა, ბევრი სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა. მიჩი ბატშუაი “დორტმუნდს” 4 დღის წინ შეუერთდა, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ თავისი სიტყვა ეთქვა.

ბელგიელმა “ბორუსიას” სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულებინა. “ყვითლები” “კიოლნს” ესტუმრნენ. გუნდს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინებულად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია, მაინც კარგ ფორმაში შეხვდა მატჩის.

ბელგიელმა კი, “თხებთან” ნამდვილი ბენეფისი მოიწყო და დუბლი გაიფორმა. ორბურთიანი ჩამორჩენა “კიოლნმა” მალევე აღმოფხვრა და თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ბატშუაი კიდევ ერთხელ ჩაერთო საქმეში და ანდრე შურლეს საგოლე პასი გაუკეთა.

მოკლედ, “დორტმუნდმა” 3:2 მოიგო. აწ უკვე “ჩელსის” ექსფორვარდმა კი ამაში დიდი წვლილი დაიდო – დუბლი და საგოლე გადაცემა პირველი მატჩის კვალობაზე მართლაც შესაშური შედეგია.

ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.265649