კალათბურთი

10:15 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი "უნიკახას" 7 ქულით შეეწია

ევროლიგის 21-ე ტურში დრამატულ მატჩში მარცხი განიცადა მალაგას “უნიკახამ”. ესპანური გუნდი მოსკოვში “ხიმკისთან” 68:66 დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. არადა, სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული უპირატესობით იგებდნენ...

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელმაც მხოლოდ 10:44 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა ცენტრმა 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს.

გიორგიმ ორქულიანი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო, ხოლო 8 საჯარიმოდან 7 კალათში მოათავსა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, ათს გაუტოლდა.

“უნიკახას” 21 ტურში 8 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 8 თებერვალს, “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111392